11/21/2009

ჩემი პროექტი

პროექტის მოკლე აღწერა: თბილისის N1 საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბის საქმიქნობის ამსახველი მასალის შექმნა და ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება, ბლოგის შექმნა.

პროექტის სრული აღწერა: პროექტი ხორციელდება მხარეთმცოდნეობის კლუბის ბაზაზე, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა თბილისის N1 საჯარო სკოლაში. ჩვენი კლუბი შეისწავლის საქართველოს კუთხეებს, მათ წარსულსა თუ თანამედროვეობას, იქ არსებულ ძეგლებს, ტრადიციებს, დიალექტებს, მითებს, გვარ-სახელებს, ტოპონიმიკას, ფლორა-ფაუნას, ხელოვნების ნიმუშებს. მოძიებულ ინფორმაციას შესწავლა გადამუშავების შემდეგ განათავსებენ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ვებგვერდზე საქართველო არის ესე

კლუბი პარალელურად მუშაობს გამოფენების, კონფერენციების, შეხვედრების, ლაშქრობების, კვლევითი ექსპედიციების ორგანიზებაზე. კლუბის დაუძვნებიდან დღემდე განხორციელდა მრავალი სხვადასხვა ტიპის ღონისძიება და პროექტი, დაგროვდა უამრავი ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს სისტემატიზებას, ამის გარდა აუცილებელიც არის არსებობდეს კლუბის მუშაობის პროცესის ამსახველი ვებგვერდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა და განმეხორციელებინა ეს პროექტი. ამ ეტაპისთვის შევქმენი კლუბის ბლოგი, რომელიც ჯერ-ჯერობით დამუშავების სტადიაშია. მისშემდგომ დახვეწა-გაფართოებაზე მუშაობას უკვე კლუბის წევრებთან ერთად განვაგრძობ. იხილეთ: სამანი საქართველო

მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას მიიღებენ კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები (ძირითადად IX_XII კლასის მოსწავლეები). აგრეთვე ზოგიეთი კლუბის ,,ვეტერანი“ წევრი - ჩვენი სკოლის კურდამთავრებულები; კლუბის მეგობრები, რომლებიც აქტიურად გვეხმარებიან როგორც ტექნიკური, ასევე ინფორმაციული რესურსებით.

ვადები/ ხანგრძლივობა: პროექტი მრავალეტაპიანია, შესაბამისად ძელივადიანია.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: რადგან, კლუბის საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება საგაკვეთილი პროცესს, მისი განხორციელებას დაეთმობა არასაგაკვეთილო დრო. თუმცა პროექტზე მუშაობის ძირითადი მიზანი რამდენიმეა:

· ლუბის საქმიანობის, ღონისძიებებისა და ექსპედიციების ამსახველი მასალის მოპოვება, შექმნა და ორგანიზება.

  • ინტერვიუების, ქრონიკების, დღიურების, ჩანახატების შექმნა.
  • მხარეთმცოდნეობის კლუბის საქმიანობის არქივის შექმნა
  • ციფრული ფორმატის ფოტო, აუდიო-ვიდეო, ტექსტური ინფორმაციის შექმნა და ბლოგზე განთავსება
  • ბლოგის ბმულზე: ,,ჩვენი მარშრუტები კლუბის მიერ განხორციელებული ლაშქრობებისა და ექსპედიციების მარშრუტების აღნიშვნა, რუკაზე ადგილებისა და ძეგლების ფოტოების, კომენტარების განთავსება.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ან ბლოგების ჯგუფი, ერთგვარი ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მოიცავს მრავაფეროვან და საინტერესო, სახალისო მასალას. საიტის მასალა მუდმივად შეივსება ახალი ღონისძიებების ორგანიზების თანამიმდევრულად.


სარგებელი სხვებისთვის: Aდარწმუნებული ვარ ამ პროექტით უამრავ მეგობარს, თანამოაზრესა და დამხმარეს შევიძენთ სკოლაში, ქალაქში, მთელ საქართველოში და შესაძლოა მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენს ვებგვერდზე იქნება ფორუმი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩართვა , იდეების ან ინფორმაციის მიღება ან გაზიარება. ეს იქნება ორმხრივი პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს შორის კავშირების გაღრმავებას.

სამუშაო ენა: ქართული, თუმცა იგეგმება საიტის უცხოენოვანი ვერსიების შექმნა.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: შესაძლებელია თანამშრომლობა სხვა სკოლების ანალოგიური მიმართულებით მომუშავე კლუბებთან, ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება, ერთობლივი ღონისძიებებისა და ე.წ. ,, გაცვლითი“ პროგრამების ორგანიზება

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მხარეთმცოდნეობის კლუბში მუშაობს 5 მიმართულება: ლიტერატურის, მითოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის. ეს ჯგუფები საქართველოს კუთხეებს ყველა მიმართულებით ინტეგრირებულად შეისწავლიან. ჯგუფებს მუშაობაში ეხმარებიან კონსულტანტი მასწავლებლები, შესაბამისად მოსწავლები მრავალმხრივ იღრმავებენ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობით. ჩემს პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები განივითარებენ მრავალ უნარს, რომელიც საჭიროა როგორც საკუთრივ სწავლისთვის, ასევე ცხოვრებაში საერთოდ:

  • codnis gaRrmaveba
  • კვლევის, ანალიზის, სინთეზის უნარ-ჩვევები
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები
  • სამუშაო დროის სწორად განაწილება
  • არასაგაკვეთილო პროცესში შემოქმედებით-შემეცნებითი თანამშრომლობის უნარი, როგორც მოსწავლე- მასწავლებელს, ისე მოსწავლეებს შორის
  • ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ- ჩვევები

aმ პროექტში შეიძლება ჩართული იყოს ნებისმიერი მოსწავლე მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა და შესაძლებლობებისა, ყოველ მათგანს შეუძლია მოსინჯოს ძალები ყველა მიმართულებით, რათა ინფორმაციასთან ერთად შესაძლოა მომავალი პროფესიაც აღმოაჩინოს.

პროექტის ფასილიტატორი: ლიზა ბუსხრიკიძე - თბილისის N1 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, მხარეთმცოდნეობის კლუბის ისტორიის და ეთნოგრაფიისა დაკოორდინატორი.

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: l.buskhrikidze@gmail.com samani.klubi@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: სამანი-საქართველო

5/25/2006

კლუბის მიმართულებათა კოორდინატორები:

  • ლიტერატურა – ცირა კილანავა, თბილისის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაგისტრი; ცისანა ბურჯანაძე, თბილისის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, მაგისტრი;
  • ისტორია – შორენა მურუსიძე, თბილისის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, მაგისტრი; ლიზა ბუსხრიკიძე, თბილისის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, მაგისტრი;
  • მითოლოგია – მაია კაკაშვილი, თბილისის პირველი საჯარო სკოლის მითოლოგიისა და ბერძნული ენის მასწავლებელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.
  • გეოგრაფია – ეკატერინე ღლონტი, თბილისი პირველი საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • ბიოლოგია – ეკატერინე მითაიშვილი, თბილისის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი; ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი;